2026-07-29 18:12:19, 277 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცმა ცოლზე ფიზიკურად გუშინ იძალადა.
როგორც შსს-ში ამბობენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,