20:51 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-28 13:45:27, 235 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის გათამაშება დაიწყო ­­- საპრიზო ფონდია 150 000 ლარი

„საქართველოს ბანკმა“ მობილბანკში ახალი გათამაშება დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 150 000 ლარს შეადგენს. გათამაშება 27 ივლისიდან დაიწყო და ორი თვე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება ყველა მომხმარებელს შეუძლია.

თამაშდება სამი მთავარი ფულადი პრიზი. პირველ ადგილზე გასული მომხმარებელი 80 000 ლარს, მეორე - 50 000 ლარს, ხოლო მესამე 20 000 ლარს მიიღებს. გარდა ამისა, კამპანიის განმავლობაში გათვალისწინებულია არაერთი დამატებითი საჩუქრებიც, მათ შორის PLUS ქულები, ფულადი პრიზები და სხვა.

გათამაშებაში ჩასართავად მომხმარებელი კამპანიის პერიოდში ერთხელ მაინც უნდა შევიდეს საქართველოს ბანკის მობილბანკში. პირველივე შესვლისას ის საჩუქრად მიიღებს ერთ ბილეთს და ავტომატურად გახდება გათამაშების მონაწილე.

გათამაშების ფინალში გამარჯვების შანსი დაგროვებული ბილეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული - რაც მეტი ბილეთი აქვს მომხმარებელს, მით უფრო იზრდება მისი გამარჯვების შანსი.

როგორ გროვდება ბილეთები?

კამპანიის ფარგლებში ბილეთების დაგროვება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი.

ყველაზე მარტივი გზა მობილბანკში ყოველდღიური ოპერაციების შესრულებაა. ნებისმიერი გადახდა, გადარიცხვა მომხმარებელს აძლევს საჩუქრის ყუთს,რომლის გახსნის შემდეგ ის მიიღებს ფინალური გათამაშების ერთ გარანტირებულ ბილეთს. ზოგიერთ შემთხვევაში ყუთში, ბილეთთან ერთად, შეიძლება დახვდეს მომენტალური პრიზიც - PLUS ქულები ან გათამაშების 500 ბილეთი.

ბილეთის მისაღებად აუცილებელია, მომხმარებელმა საჩუქრის ყუთი გახსნას.

როგორ მივიღოთ მეტი ბილეთი?

ბილეთების სწრაფად დაგროვების მეორე ეფექტური გზა სკივრია.

სკივრის გასახსნელად საჭიროა 5 გასაღების შეგროვება, ხოლო თითოეული გასაღები მარტივი მისიის შესრულებით მიიღება. მისიებს შორისაა:

  • კომუნალურის, ინტერნეტის ან ტელევიზიის გადასახადის გადახდა;
  • მობილურის ბალანსის შევსება;
  • ვალუტის კონვერტაცია;
  • გადახდის ან გადარიცხვის შაბლონის შექმნა;
  • ავტომატური გადახდის ან გადარიცხვის დავალების შექმნა;
  • სხვა ბანკიდან თანხის გადმოტანა;
  • თანხის მოთხოვნის ან თანხის გაყოფის ფუნქციის გამოყენება;
  • ტრანზაქციების შესრულება შაბლონის ან ავტომატური დავალების გამოყენებით.

სკივრის გახსნისას მომხმარებელი გარანტირებულად მიიღებს 50 ფინალური გათამაშების ბილეთს, ხოლო შემთხვევითობის პრინციპით შესაძლოა დამატებით მიიღოს ფულადი პრიზი - 2 000 ლარამდე ან 1000 ბილეთი.

ფინალური გათამაშების ბილეთების დაგროვება შესაძლებელია საბარათე გადახდებითაც. კამპანიის პერიოდში Visa, Mastercard-ისა და American Express-ის სადებეტო ბარათით შესრულებული მინიმუმ 10-ლარიანი ერთჯერადი გადახდა მომხმარებელს დამატებით ერთ ბილეთს აძლევს. საბარათე ტრანზაქციებით შესაძლებელია დღეში 5 ბილეთის დაგროვება. გათამაშებაში ჩასართავად საჭიროა მობილბანკის განახლება და მასში შესვლა.

ჩაერთე მობილბანკის გათამაშებაში, გაიგე მეტი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics