13:08 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-25 13:36:37, 572 ნახვა

კომენტარი
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის

ეს ძალადობა არ არის - ეს არის ღირსების დაცვა რა. ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის -  ამბობს ოცნების პროპაგანდისტი უცნობი ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე.

"ეს ძალადობა არ არის - ეს არის ღირსების დაცვა რა. ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის - თუ იმას აქვს უფლება, რომ ნოდარ დუმბაძეს შეაგინოს, მეც მაქვს უფლება, რომ ის გაიდინგოს - გინდაც სროკით, გინდათ უსროკველად. ეს არ იყო იუმორისტული ნომერი, ნოდარ დუმბაძის გულს შეაგინა - შეიძლება აკრიტიკო, ყველანაირად ილაპარაკო, თუ კრიტიკა გინდა, მაგრამ წმინდას რაც შეეხება საქართველოს საუნჯეს, ვერავინ ვერ შეეხება. ეს კარგად გაითვალისწინოს სულ ყველამ. ციხეში წასვლით თუ არაციხეში წასვლით - მაინც არავის არაფერი გაუტარდება. არ უნდა თქვა ისეთი რაღაც, რაც ძალადობას გამოიწვევს... თუ განმეორდება იგივე, განმეორდება ესეც" - ამბობს ოცნების პროპაგანდისტი უცნობი.

ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 39 წლის ნიკო ხურცილავას 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ხურცილავას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

 იუმორისტ და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს თავს 22 ივლისს დაესხნენ. მას სამი პირი ფიზიკურად საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გაუსწორდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics