|
2026-07-27 12:29:08, 286 ნახვა
ევროპის ამბები
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
26 ივლისის საღამოს, გერმანიის პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდის მონაწილეებთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ეჭვმიტანილი მუსლიმი ტერორისტი მოკლა. ამის შესახებ ბერლინის პოლიციის X განყოფილებაში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამართალდამცავმა ორგანოებმა ეჭვმიტანილი კვირას, საღამოს 6:00 საათზე, ბერლინ-შპანდაუს რაიონში, ბაღის ნაკვეთებში აღმოაჩინეს. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 21 წლის მამაკაცმა სპეცრაზმელებს პირიანი იარაღით დაესხა თავს, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღით უპასუხეს. „კაცმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება“, - დასძინეს გერმანიის დედაქალაქის სამართალდამცავებმა. შეგახსენებთ, რომ 25 ივლისის საღამოს, ბერლინში ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, მას შემდეგ, რაც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ლგბტ+ ღონისძიების დროს მანქანა ხალხში შევარდა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა, განაცხადა, რომ გერმანელი გამომძიებლები ბერლინის პრაიდის მონაწილეებზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ისლამისტურ ტერორისტულ თავდასხმად აფასებენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)