17:25 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-27 00:32:53, 360 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება

საქართველოში "ქართული ოცნების" რეჟიმის ჩართულობით კადიროვის ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ

დღეს საღამოს გამოქვეყნებული ანონსით ირკვევა, რომ რეჟიმის მიერ ტიტუშკების გამოყენება სავარაუდოდ მეტად ორგანიზებულ ფორმას იღებს.

27 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში MMA - ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი მეგობრებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

ანონსში წერია, რომ იქმნება ორგანიზაცია, რომელსაც "მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე"

მთავარი ტიტუშკა ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, ჟანა აკოფაშვილის ქმარი და MMA-ის მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილია. 

ოცნების პროპაგანდისტულ რუსთავი 2-ში გადასვლამდე ჟანა აკოფაშვილი მთავარი არხის ჟურნალისტი იყო. მის ქმარ ქართველიშვილს კი აქტივისტები ტიტუშკების მობილიზებაში ადანაშაულებენ. რამდენიმე დღის წინ ოცნების პროპაგანდისტული მედია მას აქტივისტ და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე "თავდამსხმელის მეგობრად" მოიხსენიებდა და მის დასაცავად იყენებდა.

 მოძრაობის დაარსების შესახებ ანონსის გასაჯაროების შემდეგ ჟანა აკოფაშვილმა Facebook გააუქმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics