02:41 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-23 18:10:46, 824 ნახვა

პოლიტიკა
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან

26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან - ახალგაზრდებმა რამდენიმე წუთის წინ, თსუ-ს ეზოში დააანონსეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქუჩაში იდგებიან. 

ევროპული მომავლის დაცვა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება, მათთვის პირველი ამოცანაა, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევენ, რომ საუბარი არ შეწყდეს არც იმ ცვლილებების შესახებ რომელსაც "ქართული ოცნება" ქართულ საგანმანათლებო სისტემაში ახორციელებს.

სტუდენტები 26 მაისს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით პარლამენტისკენ წავლენ. 

26 მაისს, ვიკრიბებით, რათა დავანახოთ მათ, რომ საქართველო არ არის ადგილი, სადაც ადამიანებს აზრის გამოხატვის გამო სჯიან - ამბობენ სტუდენტები. 

დღეს ჩვენ აქ ვდგავართ არა მხოლოდ როგორც სტუდენტები, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც გვართმევენ ყველაზე ძვირფასს — თავისუფლებას.
ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო თავისუფალი ერია. მაგრამ დღეს, როცა მთავრობა რუსული მეთოდებით გვებრძვის, როცა კრიტიკული აზრის გამო ქუჩაში დგომა დანაშაულად ითვლება, როცა აპატიმრებენ ჩვენს თანაკურსელებს, ლექტორებს, მეგობრებს, ჟურნალისტებს — 26 მაისი აღარ არის მხოლოდ ზეიმი. ეს არის დამოუკიდებლობოსთვის ბრძოლის დღე!

ეს რეჟიმი ადამიანების სიცოცხლესაც კი არ აფასებს. საქართველოში არიან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები, რომელთა სიცოცხლე პირდაპირაა დამოკიდებული მედიკამენტებზე, თუმცა ხელისუფლება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის შემოტანაზე უარს ამბობს. გვინდა შეგახსენოთ, რომ გრძელდება “დაიცავი ილაუნის” მარათონი, სადაც ყველას შეგიძლიათ წვლილის შეტანა სიცოცხლის გადარჩენაში.

ხელისუფლება ანადგურებს განათლებას. ამცირებს შესაძლებლობეს და ჩვენი განვითარების რესურსებს. ატარებს ე.წ რეფორმას, რომელსაც არანაირო კავშირი არ აქვს განათლებასთან.


ქვეყანაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებენ, ტროტუარზე დგომის გამო ციხეში მიჰყავთ ადამიანები, ეს არ არის სახელმწიფო — ეს არის რეჟიმი, რომელსაც ეშინია ხალხის.

ამიტომ, 26 მაისს, ვიკრიბებით, რათა დავანახოთ მათ, რომ საქართველო არ არის ადგილი, სადაც ადამიანებს აზრის გამოხატვის გამო სჯიან.

26 მაისს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც
მარშით გადავინაცვლებთ პარლამენტთან.

გელოდებით ყველას სტუდენტებს, ლექტორებს, მშობლებს, ექიმებს. მოდით ყველა, ვისთვისაც ღირსება და ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ღირებულია", - განაცხადეს სტუდენტებმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics