16:18 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-24 15:03:23, 369 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც

ევროსკოპი წერს, რომ ევროკომისიის სპიკერს ანუარ ანოუნის ფორმულას ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

ევროსკოპის თანახმად, სპიკერმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად მუშაობის საშუალება და ვახო სანაია უნდა იქნეს გათავისუფლებული.

“ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა დევნისა და უსაფუძვლო შეზღუდვების შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებასა და გაჩუმებას ისახავს მიზნად, ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტს, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ასევე - ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ვახო სანაია, ისევე როგორც ყველა სხვა დაკავებული პირი", - თქვა სპიკერმა. 

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics