|
2026-07-20 14:17:50, 838 ნახვა
ეკონომიკა
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
საქართველოს ბანკი Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (CEE's Best Digital Bank for SMEs). Euromoney Awards for Excellence უკვე 30 წელზე მეტია, მსოფლიოს მასშტაბით აჯილდოებს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მაღალი სტანდარტებით, ინოვაციური მიდგომებითა და მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობით გამოირჩევიან. “მოხარული ვართ, რომ Euromoney Awards for Excellence 2026-ზე საქართველოს ბანკის საქმიანობა კიდევ ერთხელ შეფასდა. რეგიონული დონის აღიარება ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა და მოტივაციაც, ამიტომაც, ეს ჯილდო გვაძლევს დამატებით სტიმულს, მომავალშიც განვაგრძოთ განვითარება და მცირე და საშუალო ბიზნესევისთვის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ციფრული საბანკო გამოცდილების შექმნაზე მუშაობა. მადლობას ვუხდით Euromoney-ს ამ აღიარებისთვის, ასევე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, — აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, თორნიკე კუპრაშვილი. საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ციფრული საბანკო სერვისებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)