20:28 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-27 18:30:42, 246 ნახვა

პოლიტიკა
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე

პარტია თავისუფლების მოედნის განცხადებით, გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობა ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია. მათი განცხადებით, სამართლებრივ შედეგს უნდა მოჰყვეს რეჟიმის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. 

"პოლიციელების მიერ ადამიანების ცემის გორში მომხდარი ფაქტი, რომელიც გავრცელებული ვიდეო კადრებით იხილა საზოგადოებამ, ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია.

ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე ქართულ ოცნებას არაფერი აქვს შესათავაზებელი საკუთარი მოქალაქეებისთვის, გარდა შიშველი ძალადობისა, რომლის სისტემურ საყრდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული პირია, რომელსაც სულ ახლახანს გამოუცხადა ნდობა ქართული ოცნების პარლამენტმა.

ამ ვითარებაში, დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას უნდა მოყვეს რეჟიმის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ქართული ოცნების პირობებში არ არსებობს სამართალი და დაუცველია ადამიანის ღირსება". - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics