აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის კითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ ვაშინგტონში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ზომები განიხილება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხმამაღალმა კრიტიკოსმა, უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხა:
„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველოს რესპუბლიკაში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ მკაცრი პოზიციისთვის. მათ გააყალბეს 26 ოქტომბრის არჩევნები. მათ ამერიკასთან კავშირები კრიმინალიზაცია მოახდინეს. მათ განდევნეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წვდომა მინერალებზე შუა დერეფანში, რითაც ფაქტობრივად საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. მათ არაერთხელ დაამცირეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. რონდელის ფონდის მონაწილეობით გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც საუბრობს საქართველოში ამჟამად დამკვიდრებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე და მსურს ოფიციალურად შევიტანო ეს დოკუმენტი პროტოკოლში. გარდა ამისა, ზედიზედ 200 დღის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოვიდნენ ქუჩებში, ამერიკულ დროშებში გახვეულები და (აშშ) პრეზიდენტისადმი მიმართული პლაკატებით ხელში. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ზომები მიიღოს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე?“
რუბიომ დეტალები არ დააკონკრეტა და უპასუხა:
„როგორც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: ჩვენს ინტერესებშია თუ არა მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის ყოლა? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მთავრობამ ხარჯები აიღოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ ვეძებთ შესაძლო ზომებსა და დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს კონკრეტული განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს განხილვის საგანია. ეს ზუსტად ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ჩვენს საველე წარმომადგენლობას, რათა მივიღოთ რჩევა იმის შესახებ, თუ რომელ ზომებზე მოახდენს ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მგრძნობიარე რეაგირებას.“
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის დუმილის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებასთან და წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით.
ბიზნესის წამოწყების კიდევ უფრო გასამარტივებლად, დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის ფილიალებში ახალი სერვისით ისარგებლონ და კიდევ ...
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„ამ დროი...
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციას ა...
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და კრიპტო სექტორს ეხება. ეს...
ზელენსკიმ ფედოროვს ვიცე-პრემიერობა შესთავაზა, თუმცა ექს-მინისტრი მხოლოდ ძველ პოსტზე დაბრუნებას თანხმდება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუა...
ნიკა კაპანაძის დაკავების სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე ხელმძღვანელობდა - კაცი...
სამტრედიის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქცია...
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში გუშინ, 22 ივლისს მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.
„სამწუხაროდ...
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More