02:59 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-19 12:22:56, 391 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა სს კოდექში შეტანილი ცვლილებეი პრობლემურია

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, 2025 წელს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს პრობლემურად აფასებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, 2025 წელს შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების თაობაზე. 

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ პრობლემურად იქნა შეფასებული 2025 წლის  განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა.

2026 წლის 20 იანვარს სახალხო დამცველმა შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესთან დაკავშირებული აკრძალვები და პასუხისმგებლობის ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.[1] საკონსტიტუციო სარჩელით, სხვა შინაარსობრივ აკრძალვებთან და პასუხისმგებლობის ზომებთან ერთად, სადავოდ არის გამხდარი ტროტუარზე დგომასთან დაკავშირებული ის ნორმები რომლებიც შეკრების მონაწილეებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნას და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას უკრძალავს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია, მათი სადავო ნორმატიული შინაარსი ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნური გადაკეტვის ამკრძალავ საკანონმდებლო დათქმას სახალხო დამცველი საჯარო განცხადებითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის შეფასებით არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას, მით უფრო, როდესაც ამ ფორმით უფლებით სარგებლობა, როგორც წესი, დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველმა, ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო შეკრების მონაწილეთა სამართალდამრღვევად ცნობის საქმეებთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და რელევანტური უფლებრივი სტანდარტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სახალხო დამცველი აკვირდება შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს არ შეზღუდონ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები." - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics