10:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-27 18:55:00, 494 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა

როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, - ამის შესახებ ივანიშვილის დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას რესურსი პრაქტიკულად არ აქვს და დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც მიიღეს  ორი წლის წინ.

„რასაც ვწინასწარმეტყველებდით, ის მოხდა, მორიგი აქცია ჩაუვარდათ. გამოსული იყო ადამიანების ნაწილი, ეს მათი დემოკრატიული უფლებაა. როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ვხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ. დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც მიიღეს თუნდაც ორი წლის წინ. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. მათ მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინ", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics