23:18 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-21 13:24:15, 497 ნახვა

მსოფლიო
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ, იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობაზე უარი თქვა. ქვეყნის მეთაურის პოსტი მას პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა შესთავაზა. 

50 წლის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე, ტიტულოვანმა მოჭადრაკემ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გავრცელა. პოლგარმა აღნიშნა, რომ პრემიერის შეთავაზებას უდიდეს პატივად მიიჩნევს, თუმცა პოსტის დაკავებაზე უარს ამბობს.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საკუთარ თავში ვერ ხედავს საკმარის ძალას იმისათვის, რომ იკისროს პოლიტიკურად გახლეჩილი საზოგადოების გამაერთიანებლის რთული და ისტორიული მისია. ამასთან, პოლგარმა დასძინა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ დამოუკიდებელ და ავტორიტეტულ კანდიდატს, რომელიც ამ საპატიო ფუნქციას შეითავსებს.

პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა უკვე განაცხადა, რომ პატივს სცემს დიდოსტატის გადაწყვეტილებას და მას მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებებისათვის.

უნგრეთში უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილ პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს თანამდებობის დატოვება მოუხდა. საპარლამენტო უმრავლესობის მქონე მმართველმა პარტიამ, „ტისამ“, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რამაც მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა შეუმცირა.

პრემიერ მადიარის ჩანაფიქრით, ვიქტორ ორბანის 15-წლიანი მმართველობის შემდეგ პოლგარის პრეზიდენტად არჩევა საზოგადოებრივი კონსოლიდაციის საუკეთესო გარანტი გახდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics