17:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-28 11:00:13, 310 ნახვა

სამართალი
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს

გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა გიორგი ახალკაცმა და ლადო ბიჭაშვილმა საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადაიღეს. - იუწყება ქართლის ამბები / Qartli.ge

 როგორც გიორგი ახალკაცი იხსენებს, ლადო ბიჭაშვილს კომბინატის დასახლებაში მანქანით მიაკითხა სამსახურში წასაყვანად. მოულოდნელად ხმაური შემოესმათ, ბინის ფანჯრიდან კი მძიმე დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ. ძალადობის კადრები ვიდეოზე დააფიქსირეს კიდეც.

 „ჩხუბის ხმა ისმოდა, როდესაც გადავიხედე შემთხვევის ადგილზე, რომელიც ჩემი საცხოვრებელი სახლის წინ არის, ეს სურათი დამხვდა. სახლიდან უნდა გავსულიყავი და რაღაცაზე დავყოვნდი. სახლში რომ არ ვყოფილიყავი, ეს კადრები არ იქნებოდა [გადაღებული] “ — ამბობს „ფორმულას“ ჟურნალისტი, ლადო ბიჭაშვილი.

,,მე სტუმრად ვიმყოფებოდი ჩემს კოლეგასთან, ლადოსთან. ჩვენ ორივენი გავხდით ამ მძიმე ფაქტის თვითმხილველები. ეს იყო ძალიან მძიმე წუთები. ძალიან მცირე დროში ჩვენ ვიფიქრეთ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ჟურნალისტური მოვალეობა“ — ამბობს გიორგი ახალკაცი, „ქართლის ამბების“ ჟურნალისტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics