17:29 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-19 11:28:23, 266 ნახვა

ეკონომიკა
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა

COSRX კორეული თავის მოვლისა და კოსმეტიკური პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი ბრენდია, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია PSP-ა. ბრენდის ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენში აღნიშნულია: „ჩვენ ვაღიარეთ EMEA-ს რეგიონის პარტნიორები, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიაში განსაკუთრებული მიღწევები აჩვენეს. კრეატიულობის, თავდადებისა და პირველი კვარტლის განმავლობაში გამორჩეული მარკეტინგული ძალისხმევის წყალობით, PSP შეირჩა ჩვენს პირველი კვარტლის საუკეთესო მარკეტინგულ პარტნიორად“.

წლებია, კომპანია საქართველოში საუკეთესო კორეული ბრენდების ფართო ასორტიმენტს ხელმისაწვდომს ხდის საქართველოს მასშტაბით თითოეული მოქალაქისთვის.

„PSP არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, თუმცა თითოეული აღიარება და გამარჯვება, კომპანიისთვის სიხარულთან ერთად პასუხისმგებლობას უკავშირდება. პასუხისმგებლობას, როგორც პარტნიორი კომპანიების, ასევე ჩვენი მომხმარებლის წინაშე.

„კოსარექსი“ ერთ-ერთი ახალი ბრენდია ჩვენს ქსელში, ამდენად კიდევ უფრო სასიამოვნოა პარტნიორის მხრიდან აღიარება, თუმცა ქართველ მომხმარებლებში კოსარექსის პროდუქტების პოპულარობის გარეშე, ეს შედეგი მიღწეული ვერ იქნებოდა.

კორეული ბრენდების პროდუქცია PSP-ს ერთ-ერთი მთავარი და მზარდი მიმართულებაა, მუდმივად ვამატებთ ახალ ბრენდებს და ვაფართოებთ ასორტიმენტს.  უახლოეს მომავალში ქართველ მომხმარებელს კიდევ არაერთ ცნობილ კორეულ ბრენდს შევთავაზებთ“- აცხადებენ PSP-ში.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics