2026-07-07 16:46:25, 352 ნახვა
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩაფრინდა, სადაც ნატოს სამიტი იმართება. ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავი Air Force One ანკარის აეროპორტში უკვე დაეშვა.
სამიტზე გამგზავრებამდე, აშშ-ის პრეზიდენტი პირველად თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მეუღლეს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ანკარაში ნატოს სამიტზე დასასწრებად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,