16:52 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-17 13:34:03, 406 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ე.წ. რიყის დოქებს სხვაგან გადაიტანენ თუ რა სახის პროექტი განხორციელდება, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის

„თბილისის მერიამ გასცა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა, ხოლო კერძო მესაკუთრე რა სახის ბიზნესსაქმიანობას აწარმოებს, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ე.წ. რიყის დოქების დამპროექტებლის, იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის ინტერვიუს საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პროექტის ავტორებისგან თბილისის მუნიციპალიტეტში არანაირი წერილი არ შემოსულა.

მისივე თქმით, ე.წ. რიყის დოქები ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს და პროექტის ავტორებმაც მას უნდა მიმართონ.  

„არანაირი წერილი არ ყოფილა მათგან შემოსული. რომ შემოსულიყო, მას გაეცემოდა პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

ე.წ. რიყის დოქებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო აბსოლუტურად უფუნქციო შენობა-ნაგებობა. თავის დროზე ამ პროექტში ათეულობით მილიონი ლარი რომ დაიხარჯა, ეს გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. ახლა შენობა ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს, გადაწყვეტილებაც მან მიიღო. მუნიციპალიტეტს ან ხელისუფლებას ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს. შეგიძლიათ მსგავსი კითხვებით კერძო მესაკუთრეს მიმართოთ. თავად პროექტის ავტორსაც შეუძლია კერძო მესაკუთრესთან აწარმოოს მსგავსი მოლაპარაკებები, რადგან ნაგებობა სხვაგან უნდა გადაიტანონ თუ რა სახის ბიზნესსაქმიანობა უნდა აწარმოონ, ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაში.

ჩვენთან მომართვა იყო დემონტაჟზე. იცით, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის გარეშე მსგავსი რამ ვერ მოხდება. დემონტაჟის გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან ერთად იქნა მიღებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics