20:37 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-23 12:26:56, 378 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters

ევროკავშირის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიის წინადადება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრის „ასოცირებული“ სტატუსის მინიჭების შესახებ „უსამართლოა“, რადგან ეს კიევს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლებას ჩამოართმევს.

ამის შესახებ, ნათქვამია „როიტერის“ მიერ მოპოვებულ წერილში.

ადრე გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შესთავაზა უკრაინისთვის ევროკავშირის შეხვედრებში ხმის მიცემის უფლების გარეშე მონაწილეობის უფლების მიცემა, როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ გადადგმული შუალედური ნაბიჯი.

პასუხად, ზელენსკიმ პარასკევს, 22 მაისს, გვიან ღამით გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გადაყენებამ გასული თვის არჩევნების შემდეგ გაწევრიანების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესის შესაძლებლობა შექმნა.

„უსამართლო იქნება უკრაინისთვის ევროკავშირში ყოფნა, მაგრამ ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩენა. დადგა დრო, წინ წავიდეთ უკრაინის სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი წევრობისკენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს ომის დროს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი ევროკავშირისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბასტიონია.

„ჩვენ ვიცავთ ევროპას - სრულად, არა ნაწილობრივ და არა ნახევრად. უკრაინა იმსახურებს სამართლიან მიდგომას და თანასწორ უფლებებს ევროპაში“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

წერილი მიმართული იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოსტისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კვიპროსის პრეზიდენტის, ნიკოს ქრისტოდულიდესისადმი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ თავი შეიკავა ფრიდრიხ მერცის იდეის მხარდაჭერისგან ან კატეგორიული უარყოფისგან ევროკავშირისა და უკრაინას შორის ურთიერთობების ახალი ფორმატის შესახებ, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევის მოთხოვნები.

ხოლო უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ტარას კაჩკამ განაცხადა, რომ უკრაინა არ ეწინააღმდეგება გერმანიის კანცლერის „ასოცირებული წევრობის“ წინადადების ელემენტს, რომელიც ეხება ევროკავშირის ინსტიტუტებში მონაწილეობას ევროკავშირში სრულ გაწევრიანებამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics