17:44 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-13 23:15:36, 683 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა

თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა. - როგორც უწყების გაცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის, 2025 წლის განკარგულებით „ტერიტორიის განვითარება გულისხმობს სასტუმროს პროექტის შექმნას, რაც შესაძლოა მოიცავდეს სადემონტაჟო სამუშაოებს.

„შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია წლების მანძილზე წარმოადგენდა მიტოვებულ სამშენებლო ობიექტს, რომელიც 2022 წლიდან კერძო საკუთრებაშია.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, ტერიტორიის განვითარება გულისხმობს სასტუმროს პროექტის შექმნას, რაც შესაძლოა მოიცავდეს სადემონტაჟო სამუშაოებს.

„უძრავი ქონების განვითარება მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას, (რაც შესაძლოა მოიცავდეს, სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით) შესაბამისი შენობა ნაგებობ(ებ)ბის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) ასევე სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას", - აღნიშნულია მთავრობის შესაბამის განკარგულებაში.

რაც შეეხება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ თანხმობას, გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N13, 16.04.2026წ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 25/06/2026 წლის № 7977401 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვ.65/061; 01.17.01.065.061) შპს „რიყე დომ“ - ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული 01/4 შენობის დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის ნებართვა”,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics