აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის კითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ ვაშინგტონში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ზომები განიხილება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხმამაღალმა კრიტიკოსმა, უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხა:
„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველოს რესპუბლიკაში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ მკაცრი პოზიციისთვის. მათ გააყალბეს 26 ოქტომბრის არჩევნები. მათ ამერიკასთან კავშირები კრიმინალიზაცია მოახდინეს. მათ განდევნეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წვდომა მინერალებზე შუა დერეფანში, რითაც ფაქტობრივად საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. მათ არაერთხელ დაამცირეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. რონდელის ფონდის მონაწილეობით გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც საუბრობს საქართველოში ამჟამად დამკვიდრებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე და მსურს ოფიციალურად შევიტანო ეს დოკუმენტი პროტოკოლში. გარდა ამისა, ზედიზედ 200 დღის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოვიდნენ ქუჩებში, ამერიკულ დროშებში გახვეულები და (აშშ) პრეზიდენტისადმი მიმართული პლაკატებით ხელში. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ზომები მიიღოს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე?“
რუბიომ დეტალები არ დააკონკრეტა და უპასუხა:
„როგორც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: ჩვენს ინტერესებშია თუ არა მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის ყოლა? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მთავრობამ ხარჯები აიღოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ ვეძებთ შესაძლო ზომებსა და დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს კონკრეტული განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს განხილვის საგანია. ეს ზუსტად ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ჩვენს საველე წარმომადგენლობას, რათა მივიღოთ რჩევა იმის შესახებ, თუ რომელ ზომებზე მოახდენს ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მგრძნობიარე რეაგირებას.“
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის დუმილის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებასთან და წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ბანკი აქტიურად მუშ...
საქართველოს ბანკი წლებია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს უჭერს მხარს, რათა მათ საქართველოდან შორს ყოფნის მიუხედავად, საკუთარ ოჯახთან და სამშობლ...
ფოთში ჭადრაკი უკვე ათწლეულებია ქალაქის ისტორიის, კულტურისა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
ფოთის ორგანიზებული საჭადრაკო ცხ...
საქართველოს ბანკი ინკლუზიური ფინანსური გარემოს განვითარებისა და უსინათლო მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას აგ...
ტექსკოლა თიბისის ონლაინ განათლების ინიციატივაა, რომელიც უკვე სამი წელია უფროსკლასე...
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს საომარი მოქმედებების განახლების და აშშ-ის სამხედროების მიერ ირანში სამიზნეების წინ...
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ გადადგომის შესახებ განცხადება ვერხოვნა რადას წარუდგინა. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტ...
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა. - როგორც უწყების გაცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის, 2025 წლის განკა...
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში ცხინვალის ე.წ. მოვალეობის შემსრულებელ დე ფაქტო ლიდერს, მარატ კამბოლოვს შეხვდა. რუსეთის ლიდერმა კამბოლ...
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More