17:12 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-13 14:03:04, 413 ნახვა

ეკონომიკა
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით

ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული კრიზისი პირდაპირ აისახა სხვადასხვა სექტორზე, თუმცა ამის მიუხედავად საქართველომ მოახერხა ალტერნატიული რესურსების სწორად გამოყენება და არ შენელებულა ეკონომიკური ზრდის ტემპი.

„თავისთავად ის, რომ საუდის არაბეთსა და ნორვეგიას შორის არის მოქცეული ჩვენი ქვეყანა ეფექტიანობის თვალსაზრისით და კრიზისების მიმართ მედეგობის თვალსაზრისით, ესეც ძალიან საინტერესოა. იცით, რომ ორივე არის ნავთობით მდიდარი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკურ სტაბილურობას მიუხედავად არაერთი კრიზისისა, რომელიც განვითარდა ამ წლების განმავლობაში ჩვენს გარშემო - უკრაინაში დაიწყო ომი და ამის მიუხედავად ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა; ახლო აღმოსავლეთში განვითარდა ძალიან მძიმე კრიზისი და ამის მიუხედავადაც შეინარჩუნა ქვეყანამ ეკონომიკური სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული კრიზისი პირდაპირ აისახა მათ შორის ტურიზმზე, სხვადასხვა სექტორზე, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ალტერნატიული რესურსების სწორად გამოყენება და შესაბამისად არ შენელებულა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის საერთო სტაბილურობას და მათ შორის კონკრეტულად ეკონომიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას,"- აღნიშნა ივანიშვილის წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics