17:12 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-13 11:36:37, 390 ნახვა

ეკონომიკა
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო

ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, 771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის წინასწარ ანგარიშში. წინა წელთან შედარებით თანხობრივად ექსპორტის ზრდა 131 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტმა 3.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად ასევე 20%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა ივნისში 1.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 112 მილიონი დოლარით, ანუ 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2026 წლის პირველ 6 თვეში კი იმპორტი ჯამურად 9 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 0.7%-ით არის გაზრდილი.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 20 ივლისს გამოაქვეყნებს, შესაბამისად ცნობილი გახდება თუ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის გაზრდილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics