01:09 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-18 17:20:38, 282 ნახვა

კულტურა
ბაზისბანკის მხარდაჭერით რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ქართული თეატრის ამბავი ანუ...“ გაიმართა

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად განაგრძობს ქვეყნის შემოქმედებითი ცხოვრებისა და კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საზოგადოებამ წელს კიდევ ერთხელ იხილა გამორჩეული პროექტი, ნიკოლოზ წულუკიძის სპექტაკლი „ქართული თეატრის ამბავი ანუ…“, რომელიც ქართული თეატრალური ხელოვნების ისტორიასა და მნიშვნელობას ეძღვნება.

უცნობი ისტორიები, უნიკალური ფოტოები და პირადი მოგონებები, რომლებიც აქამდე არცერთ საძიებო სისტემასა თუ საარქივო სივრცეში არ მოიპოვებოდა, ნიკოლოზ წულუკიძემ წლების წინ ერთიან შემოქმედებით კონცეფციად შეკრა და მაყურებელს სპექტაკლის სახით წარუდგინა. 5  მაისს  რუსთაველის ეროვნულ თეატრში მისულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეძლო გამორჩეული სპექტაკლის ნახვა, ასევე ამ დღეს გაიმართა ამავე სპექტაკლზე დაფუძნებით შექმნილი წიგნის “ქართული თეატრის ამბავის” პრეზენტაცია.

„ქართული თეატრის ისტორია არ არის მხოლოდ წარსული, ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ მაყურებელს კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ სპექტაკლი “ქართული თეატრის ამბავი ანუ…”, რომელიც თეატრალურ ამბებს აერთიანებს. ეს არის მულტიმედიური მცდელობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი კულტურული ფესვები. მადლობა ბაზისბანკს ამ პროექტის გვერდით დგომისთვის. მათი სოციალური პასუხისმგებლობა და კულტურისადმი ერთგულება გვაძლევს საშუალებას, ჯეროვნად დავაფასოთ ჩვენი ისტორია და  მივიტანოთ მაყურებლამდე”- განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.

“თანამედროვე სამყაროში ბიზნესის როლი მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვზრუნავთ ქვეყნის კულტურულ პროგრესზეც და დიდი პატივია ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ერთდროულად აცოცხლებს თეატრალურ ისტორიას და გზას უხსნის ახალ შემოქმედებით ძიებებს. “ქართული თეატრის ამბავი ანუ…” გამორჩეულია თავისი უნიკალური ამბებით, მიხარია, რომ მაყურებელმა კიდევ ერთხელ შეძლო ამ სპექტაკლის სცენაზე ხილვა. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელოვნების სფეროს აძლიერებს და ქართული თეატრის ისტორიას აცოცხლებს.“- განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics