18:21 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-15 17:02:30, 644 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს და სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. 

"შეხვედრის დროს 37-მა ქვეყანამ დაამტკიცა გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამო სპეციალური ტრიბუნალისთვის საორგანიზაციო კომიტეტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით – რაც სპეციალური ტრიბუნალის მესამე სადამფუძნებლო დოკუმენტია." – განაცხადა უკრაინის საგარეომ. 

ცერემონია მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა და შეხვედრაზე წევრი სახელმწიფოები მინისტრთა დონეზე იყვნენ წარმოდგენილი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ "დღეს ჩვენ უკან დაბრუნების წერტილი გადავლახეთ – სპეციალური ტრიბუნალი იურიდიულ რეალობად იქცა."

"პუტინს ყოველთვის სურდა ისტორიაში შესვლა და ეს ტრიბუნალი ამის მიღწევაში დაეხმარება. ის ისტორიაში შევა, როგორც კრიმინალი, და არამარტო ის. პუტინი, შოიგუ, გერასიმოვი, ბორტნიკოვი, ზოლოტოვი, მედვედევი, პატრუშევი, ლუკაშენკო და სხვები. დღეს მათ ჰააგისკენ ბილეთი მიიღეს." – განაცხადა სიბიჰამ. 

უკრაინის საგარეომ განმარტა, რომ გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება განსაზღვრავს ტრიბუნალის ფუნქციონირებისთვის საჭირო ადმინისტრაციულ და სამმართველო საფუძვლებს და შექმნის დამატებით მექანიზმებს სპეციალური ტრიბუნალისთვის გაფართოებული რეგიონთაშორისი მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics