13:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-26 08:54:19, 306 ნახვა

საზოგადოება
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

წელსაც წვევამდელები 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. წვევამდელები ფიცს, ასევე საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას დადებენ.

თავისუფლების მოედანზე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა.

„11:00 საათზე დაიწყება გეგმის აღსრულება და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მოვიდნენ და ნახონ ჩვენს მიერ დაგეგმილი 26 მაისის ღონისძიება, სადაც გამოფენილი იქნება თავდაცვის ძალებში არსებული შეიარაღება და ტექნიკა, ასევე აღჭურვილობა.

ასევე, საქართველოს 12 რეგიონში იქნება გამოფენა და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა და ნახონ ეს ყველაფერი", - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ზაზაძემ.

აქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა 105 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში გამოაცხადა.

კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, სხდომა 4 საათსა და 50 წუთზე გაიხსნა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ ერთხმად დაამტკიცა.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის შემდეგ შეწყვიტა.

უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო, მოგვიანებით, კი უზენაესი საბჭოს არჩევნებიც დაენიშნა.

არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა და ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, პარტიამ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" გაიმარჯვა. 

1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი კითხვით: "თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?"

რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა მიიღო, რომელთაგან 98.9%-მა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა.

1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics