|
2026-05-28 14:21:33, 375 ნახვა
ეკონომიკა
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ციფრულ სამყაროში, სადაც დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, მომხმარებლები ყოველდღიურად უფრო მარტივ და მოქნილ გამოცდილებას ელიან. სწორედ, ამ საჭიროებებს პასუხობს თიბისის მობაილბანკი - სივრცე, სადაც ყოველდღიური ფინანსური სერვისები ერთიანდება და რამდენიმე წამში ხდება ხელმისაწვდომი. დღეს, მობაილბანკი მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს - აპლიკაციაში უკვე ინტეგრირებულია სადაზღვევო პროდუქტები, რაც ადამიანებს აძლევს საშუალებას ფინანსური და ყოველდღიური საკითხები ერთ სივრცეში მართონ - სწრაფად, მარტივად და კომფორტულად. მობაილბანკში სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურება რამდენიმე წამში, ახალი პროდუქტის დამატებითაა შესაძლებელი. აქვე, დამატებით დაფარვებსაც შეიძენ ისეთი მოულოდნელი შემთხვევებისგან დასაზღვევად, როგორიცაა ბარგის დაკარგვა, მოგზაურობის გაუქმება/გადადება ან საბუთის დაკარგვა. რადგან მომხმარებელი უკვე ავტორიზებულია მობაილბანკში, მისი პერსონალური მონაცემების ველი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ავტომატურად ივსება, რაც ასევე ძალიან კომფორტულია. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა მობაილბანკში, ანუ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა იმ იდეით ჩაშენდა, რომ ავტომობილთან დაკავშირებული ფინანსური სერვისები და ხარჯები ერთ სივრცეში, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მომხმარებელს მხოლოდ მანქანის სახელმწიფო ნომრის შეყვანა სჭირდება. სისტემა თავად უკავშირდება ბაზებს, ამოწმებს მანქანის მონაცემებს და რამდენიმე წამში ითვლის ინდივიდუალურ ტარიფს. მომხმარებელს არ სჭირდება სხვადასხვა საიტზე რეგისტრაცია, პაროლების დამახსოვრება და ახალი აპლიკაციების გადმოწერა დაზღვევის შესაძენად. მობაილბანკი ამ ფუნქციონალსაც მოიცავს. ქონების დაზღვევა მობაილბანკში კომფორტისა და მშვიდად ცხოვრების გარანტიაა. მომხმარებლებს შეუძლიათ მობაილბანკიდან რამდენიმე წამში, ზედმეტი ეტაპების გარეშე დააზღვიონ ბინა - მნიშვნელობა არ აქვს, თავად ცხოვრობენ თუ გაქირავებული აქვთ. ქონების დაზღვევა თვეში მხოლოდ 12 ლარიდან - ზარალი ყველა შემთხვევაში აგინაზღაურდებათ. პოლისის ფარგლებში, მომხმარებლები დააზღვევენ კონსტრუქციულ ელემენტებს, შიდა მოპირკეთებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯს. თიბისის მობაილბანკის განახლების თითოეული ეტაპი ემსახურება იმას, რომ მომხმარებელმა მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება, პირადი და კომფორტული ციფრული გამოცდილება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმ ეკოსისტემის განვითარებისკენ, სადაც ყველაფერი, რაც მომხმარებელს სჭირდება, მარტივად ხელმისაწვდომია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)