22:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-04 15:00:34, 341 ნახვა

პოლიტიკა
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კახა კალაძის შეურაცხყოფისა და "უმისამართო უცენზურო გამონათქვამებისთვის"   მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

გამოძიების თანახმად, საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარს ეხებოდა, რომლითაც, გამოძიების ინფორმაციით, მან შეურაცხყოფა მიაყენა თბილისის მერს.

ასევე, 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მამუკა ქინქლაძეს - გამოძიება მას ედავება, რომ სოციალურ ქსელში უმისამართოდ იყენებდა შეურაცხმყოფელ და უცენზურო გამონათქვამებს. გადაწყვეტილება ამჯერად თელავის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა. 

ორივე საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ წარადგინა.

ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

რეჟიმის ცენზურის სამსახური ყოველ დღე აჯარიმებს მოქალაქეებს სხვადასხვა გამოთქმებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics