20:46 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-22 11:09:13, 265 ნახვა

High - Tech
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე

თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე (EGOI) წარმატებით იასპარეზა.

იტალიის ქალაქ ჩესენატიკოში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე, სადაც მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ქართველმა მონაწილეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს- გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო თაკო შანავამ საპატიო სიგელი.

„EGOI ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. მიხარია და მეამაყება, რომ საქართველოს სახელით გამოსვლა და ასეთი შედეგის მიღწევა შევძელი. ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მაძლევს მოტივაციას, მომავალშიც განვაგრძო განვითარება ტექნოლოგიების მიმართულებით” - გვანცა ხვედელიძე, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე.

ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადა (EGOI) საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრია, რომლის მთავარი მიზანია ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდა და STEM მიმართულებებში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა. საქართველოს ნაკრები EGOI-ში წელს უკვე მეექვსედ მონაწილეობდა. გასული წლების განმავლობაში ქართველმა მონაწილეებმა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, თიბისის გენერალური მხარდაჭერითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადება. ეროვნული ნაკრების წევრები სწორედ BTU-ში გადიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოსამზადებელ პროგრამას.

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას და ახალი თაობისთვის შესაძლებლობების შექმნას. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, იდეების და განათლების ძალის.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics