00:23 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-28 17:26:52, 357 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს

"სამწუხარო ფაქტი" -  ასე აფასებს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძე, პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს. 

თამაზაშვილის უწყება  29 წლის პაპუნა ლოცულაშვილს პოლიციაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. 

დარახველიძის მტკიცებით, მომხდარს წინ უძღოდა საპოლიციო ღონისძიება, რა დროსაც სამართალდამცავებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს მოქალაქე. მოქალაქემ კი დაზიანება მიაყენა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც დარახველიძის ინფორმაციით, ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.

„აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია სამინისტროს მოქმედი 6 თანამშრომელი. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შეჩერებულ იქნა მოქალაქე. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით - ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა. აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის მკურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული საქმეც საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ორივე საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დადგინდეს თითოეული ფაქტობრივი გარემოება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს სრულ მზაობას, ინტენსიურ რეჟიმში ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან. ნებისმიერი სახის ძალადობა, სადაც კი იკვეთება, როგორც თანამშრომლების მხრიდან, ასევე, სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, სამინისტროს მხრიდან გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics