21:23 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-15 12:25:14, 320 ნახვა

პოლიტიკა
საიამ 4 პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლო მეგობრის პოზიცია წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია-მ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში ოთხი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის პოზიცია წარადგინა. ორგანიზაციამ დოკუმენტში გააანალიზა პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვის, როგორც გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის, საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო.

საქმე ეხება 2026 წლის 21 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების — „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“, და პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვა.

საიას განცხადებით, ახალი სარჩელი თითქმის სრულად იმეორებს 2025 წლის 31 ოქტომბერს შეტანილი სარჩელის შინაარსს, თუმცა დამატებით ითხოვს პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვასაც. ორგანიზაციამ სასამართლოს მეგობრის პოზიცია წინა სარჩელთან დაკავშირებითაც წარადგინა, ხოლო ახალი სარჩელის თაობაზე დოკუმენტი სასამართლოს 2026 წლის 14 მაისს მიაწოდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics