21:28 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-15 12:24:48, 304 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო 6 პირობას ასახელებს

ოპოზიციური ალიანსი 6 ძირითად პირობას ასახელებს, რომლის შესრულებაც აუცილებელია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

ალიანსმა ამაზე ბრიფინგზე ისაუბრა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა 26 მაისს, რუსთაველის გამზიზრზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ.

რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, ისინი შემდეგნაირია: 

  1. შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი - გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპებზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლის, ხოლო ყველა შემდეგი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ ამ პრინციპით. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად, თუმცა პირობითად, ბარიერგადალახული პარტიების პრინციპიდან გამომდინარე ვიღებთ ამ მაჩვენებლებს.
  2. ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ საარჩევნო ხმის უფლება და მათთვის გამარტივდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
  3. სანდო კომისიასთან ერთად, მნიშვნელოვანია სანდო კომისიები, ამისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, ამიტომ დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები და ასევე, მნიშვნელოვანია აუდიტისა და შესწავლის/შემოწმების ნაწილში მოვიწვიოთ სანდო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს, როგორც აპარატებს, ისე კენჭისყრის დღის პროცესს.
  4. გაიხსნას ამომრჩეველთა სია და შესაძლებელი გახდეს არჩევნების ამომრჩევლის მონაწილეობის გასაჯაროება.
  5. საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოში შეიქმნას საარჩევნო დავების განმხილველი კოლეგიები, რომელიც შერჩეული იქნება საერთო შეთანხმების საფუძველზე.
  6. გაუქმდეს ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics