21:25 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-23 00:23:18, 1440 ნახვა

საზოგადოება
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის "დაიცავი ილიაუნის" 1-ლარიან ლაივ მარათონში ქართული კომპანიები ჩაერთნენ.

თავდაპირველად სულაკაურის გამომცემლობამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 23 მაისს სულაკაურის მაღაზიებში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი მათ ფონდში გადაირიცხება.

აღნიშნულ ინიციატივას ამის შემდეგ სხვადასხვა ქართული კომპანია შეუერთდა, მათ შორის, ბურატინო, flow flow magazine, წიწილა, ცოდნის კაფე, გიშო კოფი, ბიბლუსი, ინტელექტის, ქარჩხაძის, არტანუჯის გამომცემლობა ArtareaED, ფოტო ცენტრი, KHMA კონცეფტი, ჩიკატაი, is posteri, arte design, აუტო ჰოუმ, ტრენდ ჰაუსი, Zura's bike shop, სილამაზის ცენტრი საკურა, არგეა, KIDD O MATIC, ქარექს ავტო, საბა, gifthub, LILAT home, Jiji, Lilia, ჰებე, ყვითელი მთვარე, per amore, ზოდი, re: school, ჭიტა.

ინიციატივას შეუერთდნენ მასწავლებლებიც. 

საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებით, UG სტუდენტების, კურსდამთავრებულების და თანამშრომლების სახელით, დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად უნივერსიტეტი 15 000 ლარს რიცხავს.

[სია განახლებადია]

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის "დაიცავი ილიაუნის" ლაივ მარათონში 2 დღეში 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics