21:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-20 01:37:11, 4588 ნახვა

სპორტი
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი

„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონი. ეს პრემიერ ლიგის 37-ე ტურის შემდეგ მოხდა, რომელშიც „მეთოფეებმა“ „ბარნლის“ დაუპირისპირდნენ, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთს“ ფრედ დაასრულა (1-1).

„არსენალმა“ ბოლოს ჩემპიონატი 2003/2004 წლების სეზონში მოიგო მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით.

„არსენალმა“ 82 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონი გახდა. „მანჩესტერ სიტი“ 37 მატჩის შემდეგ 78 ქულით მეორე ადგილზეა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ტიტულის მოგების ყველა შანსი დაკარგა.

გათამაშების 38-ე ტურის ფარგლებში, მიკელ არტეტას გუნდი „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება. თამაში 24 მაისს, ლონდონში, „სელჰერსტ პარკზე“ გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics