2026-05-15 12:25:34, 282 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიე ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, როლის თანახმადაც, იმედს 1 წლით ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრალა.
"თქვენ ხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად სრულად კარგავენ სახეს, მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა. სრულიად სამარცხვინოა, რა თქმა უნდა, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს, მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს. ძალიან ემსგავსება, უფრო სწორად, უკვე დაემსგავსა ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაესს საბჭოს. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობაა, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება", - თქვა მან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,