10:05 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-13 17:12:36, 2004 ნახვა

საზოგადოება
ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა.

საკითხი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება.

მომხსენებლის თქმით, აღნიშნული ტერიტორიისთვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი იქნება როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, ასევე ბიომრავალფეროვნების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების განხორციელების თვალსაზრისით.

„ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭება გულისხმობს ამ ტერიტორიაზე დაცვის სპეციალური ღონისძიებების გატარებას, ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას, ეკოსისტემების აღდგენას. აღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას ამ არეალში", - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

კანონპროექტის ძალაში შესვლა 2027 წლის პირველი იანვრიდან არის გათვალისწინებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics