17:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-28 11:21:01, 352 ნახვა

პოლიტიკა
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში

45 ტომი რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულებების გარეშე: რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" განცხადებას. 

TI-ის შეფასებით, ბრალდების 45-ტომიან საქმეში არცერთი რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულება არ დევს, მაგრამ ამ პროცესის მიზანი სამართლის პოვნა არც არასდროს ყოფილა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქმეში მტკიცებულებების ნაცვლად შეტანილია მედია-წყაროები, ფეისბუქ სტატუსები და ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფინანსური დოკუმენტები.

სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტია საზოგადოებაში გარკვეული გავლენის მქონე ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რაც ბუნებრივად აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივი პროცესი პოლიტიკური კონკურენციის შესაზღუდად ან საერთოდ მოსასპობად გამოიყენება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმ ფონზე, რომ ამ სისხლის სამართლის საქმის პარალელურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციის კონსტიტუციური სარჩელი 4 ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით.

აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ბრალდებული - გიორგი ვაშაძე, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე გასულ წელსაც ისხდნენ ციხეში “ოცნების” პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. სამი მათგანი - მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია და ნიკა მელია, სხვადასხვა „დანაშულის“ ჩადენისათვის  ახლაც საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებიან.

ზემოაღნიშნული ე.წ. „დანაშაულების“ დამტკიცების შემთხვევაში ისინი ყველა, ახლა უკვე დიდი ხნით აღმოჩნდებიან საპატიმრო დაწესებულებაში.

დაბოლოს, ამავე კონტექსტში უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ რამდენიმე სხვა პოლიტიკური მოღვაწე, მათ შორის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და სხვები უკვე იხდიან სასჯელს სხვა, ასევე პოლიტიკურ საქმეებთან დაკავშირებით. "- წერს ორგანოზაცია. 

ეს საქმე უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ბრალდების საფუძველია არა ერთი რომელიმე კონკრეტული ეპიზოდი ან ქმედება, რომლის ჩადენაც შეერაცხებათ ბრალდებულებს, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების ზოგადი კრიტიკული განწყობები და პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების  მიმართ. სხვა სიტყვებით, პოლიტიკოსები ისჯებიან იმიტომ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან.

TI-ის განცხადება სრულად ნახეთ აქ 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics