10:52 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-02 11:15:38, 371 ნახვა

პოლიტიკა
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, სამუშაო ვიზიტით რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ და სერგეი კირიენკომ სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ სექტორებში ერთობლივი პროექტების განხორციელება.

"აფსნიპრესის" ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთ-რუსეთის საინვესტიციო პროგრამას შეღავათიანი სესხებისთვის და აპრილში AMEF 2026-ზე ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულებას. შეხვედრის ცალკე ნაწილი რესპუბლიკაში ტურისტული სეზონის დაწყებას დაეთმო.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები, დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, გააგრძელონ მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელება.

 ბადრა გუნბამ და რუსეთის საკოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა სერგეი კირიენკომ ყვავილები შეამკეს სოფელ ტამიშში ომში დაღუპულთა მემორიალი.
ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდა ბელგოროდის ყოფილი გუბერნატორი ამჟამად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი აფხაზეთში ვიაჩესლავ გლადკოვი, იგი პუტინმა გუბერნატორის პოსტიდან ცოტახნის წინ მოხსნა.

ბრძოლა აფხაზ სეპარატისტებსა და საქართველოს შორის აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის 2-9 ივლისს გაიმართა. 

ივლისის ოპერაციის შედეგად სეპარატისტებმა ვერ მოახერხეს სოხუმის აღება, თუმცა მათ ხელში აღმოჩნდა სტრატეგიული სიმაღლეები გუმისთის ფრონტზე: სოფელი ახალშენი, კამანი და შრომა. 27 ივლისს დაიდო საზავო ხელშეკრულება სოჭში, რომლითაც დროებით შეწყდა საბრძოლო მოქმედებები, სექტემბერში სოხუმზე მიტანილ კიდევ ერთ შეტევამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics