16:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-28 11:08:50, 298 ნახვა

საზოგადოება
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება

გორში, 28 მაისს, 19 საათზე, პოლიციის შენობის წინ, აქცია გაიმართება. - ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

"გორში მომხდარი ძალადობა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.. აქ უკვე გამართლება-არგამართლებაზე აღარ არის საუბარი — ხალხი დაშინებულია. როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად?"

 ,,მოვითხოვთ სამართლიან გამოძიებას და ყველა მონაწილე პირის პასუხისმგებლობას. მოდით და დავუდგეთ გვერდში დაზარალებულებს. გააზიარეთ მაქსიმალურად.

 განსაკუთრებით გორელებო, ახლა მაინც გაახილეთ,თვალები და გამოფხიზლდით!!!! თქვენ ქალაქში ხდება ეს ყველაფერი" - აღნიშნულია მიმართვაში.

 შეგახსენებთ, 27 მაისს, გორში, პოლიციელები 2 მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფაქტი ჟურნალისტებმა დააფიქსირეს.

პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics