15:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-28 03:45:02, 414 ნახვა

პოლიტიკა
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ

ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ჯონ უოლტერსი ეხმაურება ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მუქარას, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ანგარიშის ავტორის, გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ იყო მიმართული.

კანდელაკის თანაავტორობით დაწერილი ანგარიში საქართველოში ირანის მზარდ გავლენებს ეხება.

კობახიძემ  სამთავრობო მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით".

"ბატონო კობახიძე, ჰადსონის ინსტიტუტი ამ ანგარიშის გამომცემელია. როგორც ჰადსონის პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ამ კვლევასა და მის დასკვნებს. ფაქტებს ვერ შეცვლის ხმამაღალი განცხადებები და მუქარები. თქვენ არ ხართ ქართული ოცნება - თქვენ ქართული ოცნების დამანგრეველი ხართ" - დაწერა უოლტერსმა სოციალურ ქსელში.

ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის, -  ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

კობახიძის თქმით, ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის ღალატის ფორმულა. 

„ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის. ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არის ღალატის ფორმულა, ბატონი კანდელაკი. ჩვენი ვიცით მისი წარსული საქმიანობა, ვიცით დღეს რას აკეთებს. არ ვიცი, შეიძლება სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი სახელმწიფო უწყების საქმე", -  განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics