2026-07-04 14:43:15, 685 ნახვა
სამართალი
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი პირის მიმართ) წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,