02:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-27 19:45:12, 299 ნახვა

პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ამერიკელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილში საუბარია უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემების დეფიციტის შესახებ.

„როდესაც საქმე რაკეტებისგან საჰაერო თავდაცვას ეხება, ჩვენ ჩვენს მეგობრებზე ვართ დამოკიდებული. ხოლო როდესაც საქმე ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვას ეხება, ჩვენ თითქმის მთლიანად აშშ-ზე ვართ დამოკიდებული“, - ნათქვამია ზელენსკის წერილში.

ასევე, ზელენსკი წერს, რომ ნატო-ს „PURL პროგრამის ფარგლებში იარაღის მიწოდების ტემპი არსებული საფრთხის რეალობას აღარ შეესაბამება“.

„უკრაინელი ხალხის სახელით, აშშ-ს პრეზიდენტსა და კონგრესს პატივისცემით ვთხოვ, რომ პროცესში ჩართულები დარჩნენ და დაგვეხმარონ რუსული ტერორისგან დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, Patriot PAC-3 რაკეტებისა და დამატებითი სისტემების უზრუნველყოფაში, რათა რუსული ბალისტიკური რაკეტები და სხვა რუსული სარაკეტო თავდასხმები შევაჩეროთ“, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics