21:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-01 12:35:23, 300 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ

არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა.

“გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს მათზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ.

ასევე დგინდება, რომ შეგროვებულ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.

გამოძიების მსვლელობისას, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დანაშაულის ჩამდენი პირების მიერ დანაშაულის განხორციელების ფაქტი”, – აცხადებენ შსს-ში.

პოლიციის ცნობით, არასრულწლოვნები გადაყვანილი არიან სახელმწიფო სერვისების ცენტრებში, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე აღარ ემუქრებათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა.“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics