22:12 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-27 18:13:07, 331 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი: ვგმობ პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას

სახალხო დამცველი ლევანი იოსელიანი განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება საჯარო წყაროებით გავრცელებულ შემაშფოთებელ კადრებს სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

"საქართველოს პროკურატურის საჯარო განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა პასუხისმგებელი პირი.

სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს გაუწევს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

გორში, კომბინატის დასახლებაში, დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფორმულამ გაავრცელა.

ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics