21:17 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-27 18:57:51, 266 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები

არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჯინ შაჰინი წარმოადგენს „დიფ სთეითს" და, სწორედ, ამის გამო ემტერებოდა ის ქართველ ხალხსა და საქართველოს.

„ვხედავთ, რომ არავის აინტერესებს უკრაინა. როდესაც საუბარია ომის დასრულებაზე, აქ ვისაც კი ოდნავი სინდისი აქვს, ყველა უნდა საუბრობდეს უკრაინელი ხალხის და ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ინტერესებზე. თუმცა ჩვენ ვაფრთხილებდით აბსოლუტურად ყველას, მათ შორის, ჩვენს საზოგადოებას და საზოგადოებამ მხედველობაში მიიღო ჩვენი გაფრთხილება, რომ არავის აინტერესებს სხვა ქვეყნების ბედი. ყველას აინტერესებს საკუთარი ამბავი, საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და ჯინ შაჰინი ამის კარგი გამოხატულებაა, მითუმეტეს, რომ ჯინ შაჰინი წარმოადგენს პირდაპირ „დიფ სთეითს", მთელი ამ წლების განმავლობაში. სწორედ, ამის გამო ემტერებოდა ის ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხსა და საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი გაფრთხილებაც აბსოლუტურად ზუსტი აღმოჩნდა, ყველა მოქმედებს საკუთარი გადმოსახედიდან, არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები. ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური,"- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის.

 

„თქვენ იცით, რომ იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. რა თქმა უნდა, ეს ვერ დაეტყობა ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ხალხებს შორის ურთიერთობას, რომელსაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი. მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გამო გაუარესდა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის - ეს იყო ელჩის გაწვევის საკითხი, ჩვენი ელჩის, პრაქტიკულად, გამოძევების საკითხი, ეს იყო სანქციების დაწესების საკითხი. ელჩი გაიწვიეს ჩვენი ქვეყნიდან იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები და მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში არ გავაგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. ამის შემდეგ თქვენ გახსოვთ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს იყო უმძიმესი ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. თუ იქნება ინტერესი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ჩვენს ხელისუფლებებს შორის,"- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics