22:16 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-21 13:26:02, 304 ნახვა

პოლიტიკა
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს

უნგრეთის მმართველმა პარტია "ტისამ" პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი წარადგინა, რომლის თანახმადაც, პრემიერმინისტრს მაქსიმუმ რვა წლის განმავლობაში შეეძლება თანამდებობის დაკავება, ანუ, ორი ვადით. ეს ცვლილება ფაქტობრივად გამორიცხავს ყოფილი პრემიერის ვიქტორ ორბანის თანამდებობაზე დაბრუნებას.

პრემიერმინისტრმა პიტერ მადიარმა, რომელმაც აპრილში გამართულ არჩევნებში 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დაამარცხა ვიქტორ ორბანი, განაცხადა, რომ გეგმავს პარლამენტში არსებული საკონსტიტუციო უმრავლესობის გამოყენებას ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდესის" მიერ მიღებული კანონებისა და კონსტიტუციის გადასახედად, რათა "დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემა აღდგეს".

უნგრეთის პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით, პირი, რომელსაც პრემიერმინისტრის პოსტი ჯამში მინიმუმ 8 წლის განმავლობაში ეკავა, "ვეღარ იქნება არჩეული პრემიერმინისტრად". ეს წესი გავრცელდება 1990 წლის 2 მაისის შემდეგ დაკავებული პრემიერმინისტრების ვადებზე. 

პროექტში ასევე წერია, რომ პრემიერმინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწევს მაქსიმუმ რვა წლის, ანუ ორი ვადის შემდეგ.

ცვლილება ასევე ითვალისწინებს "სუვერენიტეტის დაცვის ოფისის" გაუქმებას - ეს უწყება ვიქტორ ორბანმა 2023 წელს შექმნა. მას ჰქონდა უფლება, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ მიჩნეული მედიასაშუალებები აღერიცხა და გამოეძიებინა "ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics