|
2026-05-20 09:54:16, 2282 ნახვა
სამართალი
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა პენიტენციური სტატისტიკის ახალი ანგარიში, რომელიც ასახავს ევროპის ქვეყნებში პატიმართა რაოდენობას. ეს ანგარიში ქვეყნების მონაცემებს ითვლის არა მთელი წლის მიხედვით, არამედ 31 იანვრის მდგომარეობით. ანგარიშში ნათქვამია, რომ „პატიმართა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კვლავ შეინიშნება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, სადაც სისტემები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებს თავისუფლების აღკვეთით სასჯელებს. რეგიონში თურქეთი ლიდერობს - 100 000 მოსახლეზე 458 პატიმრით, მას მოსდევენ აზერბაიჯანი (271), მოლდოვა (245) და საქართველო (232). ამავე ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაპატიმრების მაჩვენებელი 2024 წლის 31 იანვრის მონაცემებთან შედარებით შემცირდა, თუმცა ქვეყანა კვლავ რჩება ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე სახელმწიფოთა ხუთეულში. ევროსაბჭოს კვლევის თანახმად, 2024 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველო პრობაციონერთა რიცხოვნობით ევროპაში მეორე ადგილზე იყო - ყოველ 100 000 მოსახლეზე 583 პრობაციონერით. ქვეყანას მხოლოდ პოლონეთი უსწრებდა, სადაც ეს მაჩვენებელი 627-ს შეადგენდა. შემდეგ მოდიოდა თურქეთი (459) და ალბანეთი (413) ამავე კვლევის მიხედვით, პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - ყოველ 100 000 მოსახლეზე 844 ადამიანით. მას მოსდევდნენ პოლონეთი (829) და თურქეთი (815). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 22 767 მსჯავრდებული იყო. ეს ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე წყაროს ცნობით, 2025 წელს ქვეყანას ჰყავდა 11 153 პატიმარი - 2012 წლის შემდეგ, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ესეც რეკორდული მაჩვენებელია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)