14:58 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-23 11:14:00, 282 ნახვა

საზოგადოება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა

„დაიცავი ილიაუნის” ლაივ სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა. აღნიშნულ მარათონს შეუერთდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის გამომცემლობები და უნივერსიტეტები.

"ერთი მილიონი! თანხა, რომელიც შეუძლებლად ჟღერს. თანხა, რომელიც ქართველმა ხალხმა სიყვარულით, ერთობით და სოლიდარობით შეაგროვა. ეს მილიონი ლარი ნიშნავს: სასუნთქ აპარატებს, ადაპტირებულ საწოლებს და ეტლებს, მედიკამენტებს, აუცილებელ ოპერაციებს და მასაჟებს და ყველაზე მთავარს - შანსს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებმა ყოველდღიური ბრძოლა გააგრძელონ. ეს მილიონი - ხალხის გამარჯვებაა", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მარათონი ლაივ რეჟიმში კვლავ გრძელდება. ლაივი არ შეწყდება, ვიდრე დონაციები გაგრძელდება.

შეგროვებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს (სასუნთქი აპარატები და მათი მუდმივი მუშაობისთვს საჭირო გენერატორები, მედიკამენტები, ადაპტირებული საწოლები, ეტლები, სხვადასხვა ოპერაციები ხერხემალზე...) მოხმარდება.

„თბს: #GE20TB7881145068100026

საქართველო: #GE49BG0000000611756133

ქისა: www.kisa.ge“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics