აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის კითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ ვაშინგტონში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ზომები განიხილება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხმამაღალმა კრიტიკოსმა, უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხა:
„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველოს რესპუბლიკაში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ მკაცრი პოზიციისთვის. მათ გააყალბეს 26 ოქტომბრის არჩევნები. მათ ამერიკასთან კავშირები კრიმინალიზაცია მოახდინეს. მათ განდევნეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წვდომა მინერალებზე შუა დერეფანში, რითაც ფაქტობრივად საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. მათ არაერთხელ დაამცირეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. რონდელის ფონდის მონაწილეობით გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც საუბრობს საქართველოში ამჟამად დამკვიდრებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე და მსურს ოფიციალურად შევიტანო ეს დოკუმენტი პროტოკოლში. გარდა ამისა, ზედიზედ 200 დღის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოვიდნენ ქუჩებში, ამერიკულ დროშებში გახვეულები და (აშშ) პრეზიდენტისადმი მიმართული პლაკატებით ხელში. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ზომები მიიღოს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე?“
რუბიომ დეტალები არ დააკონკრეტა და უპასუხა:
„როგორც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: ჩვენს ინტერესებშია თუ არა მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის ყოლა? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მთავრობამ ხარჯები აიღოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ ვეძებთ შესაძლო ზომებსა და დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს კონკრეტული განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს განხილვის საგანია. ეს ზუსტად ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ჩვენს საველე წარმომადგენლობას, რათა მივიღოთ რჩევა იმის შესახებ, თუ რომელ ზომებზე მოახდენს ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მგრძნობიარე რეაგირებას.“
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის დუმილის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებასთან და წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც "ქართულ ოცნებას" მიმართავს შეწყდეს რეპრესიები თავისუფალ მედიაზე.
ქარ...
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის "დაიცავი ილიაუნის" 1-ლარიან ლაივ მარათონში ქართული კომპანიები ჩაერთნენ.
თა...
აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა, აღიარა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შვედეთში ნატოს საგარეო საქმეთა მინის...
რუსეთში იპოთეკური სესხების გაცემა მკვეთრად შემცირდა შეღავათიანი პროგრამის შეწყვეტისა და ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების გამკაცრების შემდეგ. 2026...
ავღანეთის მმართველმა თალიბანმა ფაქტობრივად გააუქმა ქალებისთვის ქორწინების მინიმალური ასაკი და ის სქესობრივი მომწიფების დაწყების ასაკით ჩაანაცვლა...
21 მაისის განკარგულებით, "საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით" მთავრობა საპარტრიარ...
არ ვიცი, ადვოკატი სახაზინოა თუ კერძო. მე ასე მაქვს გადაწყვეტილი. იყოს სახაზინო, კერძოს მე ფულს ვერ გადავუხდი. თუ დედაჩემი ასე თვლის, იყოს ასე, მ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თითქოს ისინი და...
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი პასუხისმგებელია საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ცილი...
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More