02:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-12 14:26:00, 497 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს

 ქართული ოცნების ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა და მას ამ საკითხზე "რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს".

 მამუკა მდინარაძეს მათ შორის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, დეკანოზმა თქვა, რომ პოლიტპატიმრების საკითხზე საპატრიარქო ქართულ ოცნებასთან კვლავ ისაუბრებს.

 მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება არც მისი და არც ქართული ოცნების გუნდის განსასაზღვრი საკითხია.

 "მე არ მგონია, რომ განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს პირადად ჩემი პოზიცია. ეს არ არის ჩემი განსახილველი საკითხი. ჯერ ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი - სულ რაღაც 5-6 წლის წინ ადამიანისთვის სინდისის პატიმარი რომ დაეძახათ, ეს უნდა ყოფილიყო მსოფლიოში ცნობილი განსაკუთრებული უკანონობის მსხვერპლი. დღეს ასე ხელაღებით ისე ვარქმევთ სახელებს - სინდისის პატიმარი, უკანონო პატიმარი, აქ უკვე საკამათო თემა შემოდის, საკამათო თემებში კი მერე გარკვეული უხერხულობები ჩნდება, მათ შორის კანონისმიერიც კი, არა მხოლოდ პირადი და გუნდის პოზიციის განმსაზღვრელი. ამიტომ, ამ პოზიციაზე თუ ჩამოვყალიბდით ხოლმე, მერე გადაწყვეტილებები უფრო გაიოლდება, ყოველთვის.

მე მგონია, რომ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ დამოკიდებულება იმის მიხედვით, როგორია მეორე მხრიდან დამოკიდებულება. პირობად მინდა არ მიიღოს არავინ, ეს არ არის ჩემი განსასაზღვრი, ან თუნდაც ქართული ოცნების გუნდის განსასაზღვრი საკითხი. სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს და ეს ბუნებრივი ამბავი იქნება და არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - 5-6 წლის წინ სინდისის პატიმარი რომ დაეძახათ მთელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, ეს უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული უკანონობის მსხვერპლი. ჩვენ როგორ შეგვიძლია შევთანხმდეთ, ხომ არ შეიძლება ჩემი პოზიცია ის იყოს, რაც თქვენი? ჩემი პოზიცია სხვა არის, თქვენი პოზიცია სხვა არის.

აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია ბუნებრივია იქნება, რომ როდესაც ადამიანი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ა.შ. მაშინ კიდევ უფრო დამთმობი და ლმობიერია სახელმწიფო მის მიმართ, ამ შემთხვევაში, არ გამოდგება, იმიტომ რომ ანტაგონისტური აზრებია ჩემსა და თქვენს შორის", - თქვა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics