2026-05-30 23:26:52, 2934 ნახვა
სპორტი
ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, სხვა რომელმა ქართველმა აღმართა თასი?
ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოიგო.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. პარიზულმა კლუბმა არსენალი პენალტების სერიაში დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტამდე (2022 წლამდე) უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითად (ჯგუფურ) ეტაპზე არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, მათ შორის ყველაზე წარმატებული კახა კალაძეა, რომელმაც „მილანთან“ ერთად ტურნირი ორჯერ მოიგო.
ლევან კობიაშვილი – „შალკეს“ შემადგენლობაში იასპარეზა. ის ერთადერთი ქართველია, ვისაც ტურნირზე ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული (PSV-ს წინააღმდეგ).
ავტორი: ექსპრესნიუსი,